ანგარიშის და მონაცემების წაშლა
ბოლო განახლება:
ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თავად აპლიკაციიდან, ან მოგვწეროთ და ჩვენ წავშლით. ქვემოთ ზუსტად წერია, რა იშლება და რა რჩება.
აპლიკაციიდან წაშლა
ეს ყველაზე სწრაფი გზაა და დაუყოვნებლივ სრულდება:
- გახსენით „თან“ და შედით ანგარიშში
- გადადით პროფილზე
- აირჩიეთ „ანგარიშის წაშლა“ და დაადასტურეთ
დადასტურების შემდეგ სესია მყისვე წყდება და იმავე ნომრით ხელახლა შესვლა ვეღარ მოხერხდება.
წაშლის მოთხოვნა ელფოსტით
თუ აპლიკაციაზე წვდომა აღარ გაქვთ, მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე და მიუთითეთ ტელეფონის ნომერი, რომლითაც ანგარიში დარეგისტრირდა.
ვინაიდან ანგარიშს ტელეფონის ნომერი განსაზღვრავს, მოთხოვნის შესრულებამდე შესაძლოა დაგვჭირდეს დადასტურება, რომ ნომერი თქვენია.
ასეთ მოთხოვნებს ვამუშავებთ მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
რა იშლება
ანგარიშთან დაკავშირებული პირადი მონაცემები იშლება ან უსახელოვდება:
- სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტა
- შენახული მისამართები და შაბლონები
- შენახული ბარათები — ბარათის მონაცემები აპლიკაციაში არასდროს ინახება, იშლება გადახდის სერვისის მიერ გაცემული ტოკენი
- შეტყობინებები და push-შეტყობინებების ტოკენები
- პროფილის სხვა ველები — ქალაქი, ენა, ავატარი, ტრანსპორტი
რა რჩება და რატომ
შეკვეთები, გადახდები და შეფასებები რჩება, მაგრამ უკვე უსახელოდ — მათში აღარ ჩანს, ვინ იყავით.
ამის ორი მიზეზი აქვს. პირველი: შესრულებული მიწოდება და მისი გადახდა მეორე მხარის ჩანაწერიცაა — კურიერის შემოსავალი ან გამომგზავნის ისტორია არ უნდა გაქრეს. მეორე: ფინანსური ჩანაწერების შენახვას კანონი მოითხოვს.
ეს ჩანაწერები თქვენს ვინაობას აღარ უკავშირდება.