გადადით მთავარ შინაარსზე
თან
მთავარ გვერდზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება:

ეს პოლიტიკა აღწერს, რა მონაცემებს ვაგროვებთ თან-ის აპლიკაციაში, რისთვის გვჭირდება და როგორ შეგიძლიათ მათი წაშლის მოთხოვნა.

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიშის მონაცემები — სახელი და ტელეფონის ნომერი
  • შეკვეთის მონაცემები — აღებისა და მიტანის მისამართები, ამანათის აღწერა, მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია
  • მდებარეობა — კურიერის მდებარეობა მხოლოდ აქტიური მიწოდების განმავლობაში
  • ფოტოები — ამანათის ფოტო აღებისა და ჩაბარების მომენტში
  • შეფასებები და კომენტარები, რომლებსაც მიწოდების შემდეგ ტოვებთ
  • ტექნიკური მონაცემები — მოწყობილობის ტიპი და აპლიკაციის ვერსია

2. რისთვის ვიყენებთ

მონაცემები გვჭირდება შეკვეთის კურიერთან დასაკავშირებლად, მიწოდების ეტაპების აღრიცხვისთვის, მხარეთა ინფორმირებისთვის და დავების გადასაწყვეტად.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და არ ვიყენებთ მათ სარეკლამო პროფილირებისთვის.

3. ვის ვუზიარებთ

შეკვეთის ფარგლებში მონაცემები ხელმისაწვდომია მეორე მხარისთვის: კურიერი ხედავს აღებისა და მიტანის მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციას, გამომგზავნი კი — კურიერის სახელსა და შეფასებას.

ასევე ვიყენებთ მომსახურების მიმწოდებლებს: რუკებისა და მარშრუტების სერვისს, სერვერულ ინფრასტრუქტურას და გადახდის მომსახურების მიმწოდებელს. მათ მონაცემები გადაეცემა მხოლოდ იმ მოცულობით, რაც სერვისის მუშაობისთვის საჭიროა.

მონაცემები შეიძლება გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. მდებარეობა

კურიერის მდებარეობა გროვდება მხოლოდ მაშინ, როცა მიწოდება აქტიურია, და გამოიყენება შეკვეთის მიმდინარეობის საჩვენებლად. მიწოდების დასრულების შემდეგ მდებარეობის შეგროვება წყდება.

მდებარეობაზე წვდომის უფლების გამორთვა შესაძლებელია მოწყობილობის პარამეტრებიდან — ამ შემთხვევაში კურიერის ფუნქციები შეიზღუდება.

5. ფოტოები

ამანათის ფოტო აღებისა და ჩაბარების მომენტში ინახება შესაბამის შეკვეთასთან და ხელმისაწვდომია ამ შეკვეთის მხარეებისთვის. ფოტოები არ გამოიყენება სხვა მიზნით.

6. შენახვის ვადა

შეკვეთის მონაცემები ინახება მიწოდების ისტორიისა და შესაძლო დავების გადაწყვეტისთვის საჭირო ვადით. ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში.

7. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მისი შესწორება ან წაშლა.

მოთხოვნის განსახორციელებლად მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

8. ანგარიშისა და მონაცემების წაშლა

ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლის მოთხოვნა შესაძლებელია ელფოსტით, ანგარიშზე რეგისტრირებული ნომრის მითითებით.

მოთხოვნას განვიხილავთ და მონაცემებს წავშლით, გარდა იმ ჩანაწერების, რომელთა შენახვა კანონმდებლობით სავალდებულოა.

9. ბავშვები

აპლიკაცია არ არის განკუთვნილი არასრულწლოვნებისთვის და ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ მათ მონაცემებს.

10. პოლიტიკის ცვლილება

ამ პოლიტიკაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია. განახლების თარიღი მითითებულია გვერდის ზედა ნაწილში.

კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:

info@tandelivery.ge